შეერთებული შტატების კონსტიტუცია არის ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი კანონი. კონსტიტუცია, რომელიც თავდაპირველად შვიდი მუხლისგან შედგებოდა, ადგენს ხელისუფლების ეროვნულ ჩარჩოს. მისი პირველი სამი ტომი ასახავს უფლებამოსილების გამიჯვნის დოქტრინას, რომლის თანახმად ფედერალური მთავრობა იყოფა სამ ორგანოდ: საკანონმდებლო, რომელიც შედგება ორმხრივი კონგრესიდან (მუხლი I); აღმასრულებელი, რომელიც შედგება პრეზიდენტისა და დაქვემდებარებული პირებისგან (II მუხლი); და სასამართლო, შედგება უზენაესი სასამართლოსა და სხვა ფედერალური სასამართლოებისგან (III მუხლი).
რაც შეეხება კონსტიტუციის IV, IV და VI მუხლებს, იგი მოიცავს ფედერალიზმის ცნებებს, რომელშიც აღწერილია სახელმწიფო მთავრობების უფლებები, ფედერალურ მთავრობასთან ურთიერთობის სახელმწიფოებრივი და კონსტიტუციური ცვლილებების საერთო პროცესი. VII მუხლი ადგენს პროცედურებს, რომელსაც შემდგომში გამოიყენებს ცამეტი სახელმწიფო, მის სარატიფიკაციოდ. იგი ცნობილია, როგორც უძველესი წერილობითი და კოდიფიცირებული ეროვნული კონსტიტუცია.
მას შემდეგ, რაც კონსტიტუცია ძალაში შევიდა 1789 წელს, მასში 27-ჯერ შეიტანეს ცვლილებები, მათ შორისაა ერთი შესწორება, რომელიც იმისთვის ჩაასწორეს, რომ დაკმაყოფილებულიყო ერი, რომელიც ღრმად შეიცვალა მეთვრამეტე საუკუნის შემდეგ. ზოგადად, პირველი ათი შესწორება, რომლებიც კოლექტიურად ცნობილია, როგორც უფლებების კანონპროექტი, გვთავაზობს ინდივიდუალური თავისუფლებისა და სამართლიანობის სპეციალურ დაცვას და შეზღუდვებს უწესებს ხელისუფლების უფლებამოსილებებს.
მოგვიანებით შეტანილი ცვლილებების (სულ 17) უმრავლესობა აფართოებს სამოქალაქო უფლებების ინდივიდუალურ დაცვას. სხვები მოიცავენ ფედერალურ ხელისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს ან ცვლიან სამთავრობო პროცესებსა და პროცედურებს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს კონსტიტუციის ოთხივე გვერდი დაწერილია პერგამენტზე.
შეერთებული შტატების სენატის თანახმად: ”კონსტიტუციის პირველი სამი სიტყვა - “We the People” (ჩვენ ხალხი) ამტკიცებს, რომ შეერთებული შტატების მთავრობის მიზანია ემსახუროს თავის მოქალაქეებს. ამასთან, აშშ-ს ფედერალური საკონსტიტუციო კანონის დიდმა ორგანომ გავლენა იქონია მრავალი სხვა ქვეყნის კონსტიტუციებზე, როგორიცაა ავსტრალია.
ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია შედგება შვიდი თავისგან, ესენია:
პირველი თავი ხელისფლების საკანონმდებლო შტოს აარსებს, აშშ-ს კონგრესს, რომელიც შედგება სენატისა და წარმომადგენელთა პალატისგან. კონსტიტუციის ეს თავი განსაზღვრავს ორივე პალატის, როგორც არჩევნების წესს, ისე მისი წევრების უფლებამოსილებებს.
მეორე თავი აღწერს ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობებს (აღმასრულებელ ხელისუფლებას). ეს ნაწილი მოიცავს პრეზიდენტის არჩევის წესს, პრეზიდენტის კაბინეტის უფლებამოსილებანს, ფუნქციებს და ა.შ. გარდა ამისა, ეს თავი განსაზღვრავს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობას და ადგენს რომ იგი ხდება პრეზიენტის მოვალეობის შემსრულებელი თუ პრეზიდენტი ქმედუუნაროა, გადადგება, ან გარდაიცვლება. ამ თავის შესახებ უფრო ვრცლად აშშ-ს კონსტიტუციის 25-ე შესწორებაში იხილავთ.
მესამე თავი აღწერს სასამართლო სისტემას, უზენაესი სასამართლოს ჩათვლით. მის თანახმად, უზენაესი სასამართლოს ექვემდებარება მასზე დაბალი რანგის სხვა სასამართლოები. ამასთან, უზენაეს სასამართლოს აქვს უფლება, გადახედოს დაქვემდებარებული სასამართლოების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს, ასევე მას შეუძლია საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს კიდეც ეს გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, სისხლის სამართლის პორცესების დროს აუცილებელია მსაჯულების დასწრება, ხოლო სახელმწიფო ღალატის დროს, ამ საქმის განხილვა კონგრესს ევალება.
მეოთხე თავი განსაზღვრავს შტატებსა და ფედერალურ მთავრობას შორის ურთიერთობებს და ასევე ურთიერთობებს თავად შტატებს შორის. აშშ-ს კონგრესი ვალდებულია დაარეგულიროს შტატების ხელისფლების მიერ გამოცემული აქტები. შტატებს ეკრძალებათ ნებისმიერი ადგილობრივი მოქალაქის რაიმე სახით პრივილეგირებულად გამოცხადება სხვა შტატის მოქალაქესთან შედარებით. საჭიროების შემთხვევაში კი, შტატებს შორის შესაძლებელია დამნაშავის ექსტრადიცია, რომლის თანახმადაც ადამიანს ერთი შტატიდან მეორეში გადაადგილება დაუბრკოლებლად შესაძლებელია.
მეხუთე თავი მოიცავს იმ პროცედურებს, რომლებიც მნიშვნელოვანია აშშ-ს კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად. შტატების კონსტიტუციის ამ თავის მიხედვით ცვლილებების შესახებ წინადადების შეტანა ხდება მხოლოდ ორი გზით:
აშშ-ს კონგრესი უფლებამოსულია წინადადება გაიტანოს ცვლილების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ორი მესამედი მაინც იქნება თანახმა. მეორე გზის ფარგლებში კი თავად სენატი იწვევს ეროვნულ კონვენციას, სადაც შტატების ორ მესამედს შეუძლია კონგრესში თანხმობის შეტანა კონსტიტუციური ცვლილებების თაობაზე, თუ შტატების სამი მეოთხედი მაინც ამ ცვლილების რატიფიცირებას დაეთანხმება. აღსანიშნავია, რომ დღემდე გამოყენებულია მხოლოდ პირველი მეთოდი, ანუ წინადადებას აყენებს კონგრესი ცვლილებების შეტანაზე, მეორე მეთოდის გამოყენება აშშ-ს ჯერ არ დასჭირვებია.
მეექვსე თავი ადგენს კონსტიტუციას, ყველა კანონსა და ხელშეკრულებას რომელიც აშშ-ს მიერ არის გაფორმებული ამავე კონსტიტუციის ფარგლებში. ამ ნაწილის მიხედვით ამერიკის შეერთებული შტატების ყველა საჯარო მოხელემ, მოსამართლემ, და საკანონმდებლო ორგანოს მუშაკმა აუცილებლელია დადოს ფიცი კონსტიტუციის დაცვის თაობაზე.
მეშვიდე თავი ადგენს აშშ-ს კონსტიტუციის რატიფიკაციის შესახებ მოთხონებს. კონსტიტუცია არ შედის ძალაში მანამ სანამ მის რატიფიკაციას არ მოახდენს 9 ან/და მეტი შტატი. მაგალითად, ნიუ ჰემფშირი იყო მე-9 შტატი, რომელმაც 1788 წლის 21 ივნისს რატიფიკაცია მოახდინა. კონფედერაციის კონგრესმა კი, დაადგინა დღე, ნიუ ჰამფშირის მიერ კონსტიტუციის რატიფიცირების შემდეგ, რომლის შემდეგაც ყველა აქტი კონსტიტუციის ქვეშ შედგებოდა. ეს მოვლენა 1789 წლის 4 მარტით დათარიღდა.